ახლაქალაქში სამართალდამცველები ამ დრომდე მობილიზებული არაინ

August 9, 2020

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ადგილზე, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.

ადგილობრივები, პირად საუბარში გვიყვებიან, რომ არსებობს კონფლიქტის გაგრძელების რისკი და სხვა ობიექტების დაზიანების საფრთხე, სამართალდამცველების მობილიზებაც სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება.

რატომ რჩებიან ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები, ადგილობრივების ვერსიის გადამოწმების მიზნით, ჩვენ შსს-ს დავუკავშირიდთ. უწყებაში გვიპასუხეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების პროცედურებს დრო სჭირდებათ.

„საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას, ექსპერტიზების ნიმუშების აღებას და ა.შ ამიტომ ამას დრო სჭირდება,“ – გვითხრეს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რამდენიმე ადგილობრივი ასევე გვიყვება, რომ დაპირისპირება მხარეებს შორის ერთ-ერთ სამორინეში მოხდა. თუმცა კონკრეტულად რომელში ვერ ასახელებენ, რადგან ქალაქში აზარტული თამაშების არაერთი დაწესებულებაა. ​

დაპირისპირებას ახალქალაქში 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. ასევე დამწვარია რამდენიმე სახლი.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო მოგვაწოდა ადგილობრივმა. მათზე ასახულია დაპირისპირების შედეგად დამწვარი სახლიდან ამომავალი ალი.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply