ბიზნესიდან პოლიტიკაში – ვინ არის “ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამცხეში

July 21, 2020

ადიგენის, ახალციხეს, ასპინძის და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ანტონ ობოლაშვილი იქნება.

მას ამ დრომდე მონაცემთა ბაზაში არ უფიქსირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის თანხის შეწირვის ფაქტი.

ობოლაშვილს პოლიტიკური წარსული არ აქვს. იგი ბიზნესმენია და ექვსიდან ოთხ კომპანიაში 100 %-იანი წილის მფლობელია.

ობოლაშვილის კომპანიებია:

შპს „გლობალფარმი“ – გენერალური დირექტორი – 100 %-იანი წილის მფლობელი;

შპს „გლობალ ფარმი +“ – 100 %-იანი წილის მფლობელი;

შპს „მესხეთი 2004“ – 100-% – იანი საკუთრების უფლება;

შპს „გლობალინვესთმენთი” – 100 % – იანი საკუთრების უფლება;

შპს „ჯეომედიცინი“ – 35 %-იანი წილი;

შპს „მზეკაბანი“ – 50 %-იანი წილის ყოფილი მფლობელი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სია „ქართულმა ოცნებამ” 20 ივლისს დაასახელა. ანტონ ობოლაშვილი სამცხეში, ხოლო სამველ მანუკიანი ჯავახეთის რეგიონის დეპუტატობისთვის იბრძოლებენ.

სამცხეს დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“. პარტიის სახელით არჩევნებზე ვანო მერაბიშვილი წარდგება. ხოლო ვინ იქნება არჩევნებში მანუკიანის კონკურენტი უცნობია.

Leave a Reply