“ბოიკოტს აზრი აღარ აქვს” – ვაჟა ჩიტაშვილი პარლამენტში შესვლაზე

May 17, 2021

შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში? რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიაში უმრავლესობას გადაწყვეტილი აქვს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა და განცხადებას მას შემდეგ გაავრცელებს, რაც რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან და მათ განწყობას მოისმენენ.

როგორი პოზიცია აქვს საკითხთან დაკავშირებით პარტიის წარმომადგენელს სამცხეში, ვაჟა ჩიტაშვილს და თვლის თუ არა, რომ პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს? ჩიტაშვილის თქმით, საჭიროა პარტია პარლამენტში შევიდეს, რადგან “ბოიკოტს აზრი აღარ აქვს.”