ბორჯომიდან თბილისსა და რეგიონებში მგზავრობის ფასმა 2 ლარით მოიმატა

March 10, 2021

ბორჯომიდან თბილისსა და სხვა რეგიონებში მგზავრობის ფასმა 2 ლარით მოიმატა. როგორც ავტოსადგურის დირექტორი, ჯუმბერ ხიჯაკაძე გვეუბნება მიზეზი საწვავის ფასის მატებაა.

“საწვავი გაძვირდა და ჩვენც მოვუმატეთ ფასებს. ახალციხემ გააძვირა, თბილისმა გააძვირა და ჩვენც გავაძვირეთ,” – ამბობს ხიჯაკაძე.

მისივე თქმით, ბორჯომის შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი უცვლელია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისი-ახალციხეს მიმართულებით მგზავრობის საფასურმაც 2 ლარით მოიმატა. ხოლო ახალციხე-თბილისი ისევ 10 ლარია.

Toktv.ge