ბორჯომის მერიამ ნაგავშემკრები კონტეინერები შეისყიდა

January 14, 2021

ბორჯომის მერიამ 100 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა. ახალი კონტეინერებით ბორჯომში, მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებსა და ბაკურიანში დაზიანებულ ურნებს ჩაანაცვლებენ. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

რა თანხა დაიხარჯა ნაგავშემეკრები კონტეინერებისთვის ? ამ კითხვით ვცდილობდით მერიას დავკავშირებოდით, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.