ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ოფიციალურად დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს

December 18, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ოფიციალურად დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. საკითხი ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

როგორც ბორჯომის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, მიზეზი მათთვის წაყენებული ბრალდებაა. მათ გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. მისივე თქმით, აღნიშნულ პირებს, ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

დეტალებზე ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიასაც დავუკავშირდით, თუმცა უწყებაში კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ უწყების პირველი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, 29 თებერვალს ქრთამის აღების მოტივით ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი დააკავა.

დეტალების დადგენას ჩვენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ვცდილობთ, უწყების პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.