ბორჯომის ორივე ქარხანაში მუშაობა განახლდა

June 23, 2022

ბორჯომის ორივე ქარხანაში დღეიდან მუშაობა განახლდა. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა 400-ზე მეტი გაფიცული თანამშრომელი, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფკავშირების წარმომადგენელი, გიორგი დიასამიძე ავრცელებს.

Წარმოების პროცესის განახლებას გვიდასტურებენ კომპანიაშიც.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის თანამშრომლები 21 დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მედიაციის პროცესის შედეგად 48 გათავისუფლებული სამსახურში აღადგინეს და განახლებული ხელშეკრულება უვადოს ნაცვლად 6 თვიანი გახადეს.

აქვე გეტყვით, რომ კომპანიამ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რუსი ოლიგარქი სანქციებს დაექვემდებარა. შემდეგ კი, კომპანიის განცხადებით, აქციების 7,73 %-ის მფლობელი სახელმწიფო გახდა.