ბორჯომში ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა არავინ აცრილა

March 17, 2021

ბორჯომში კორონავირუსის  საწინააღნდეგო ვაქცინაცია დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვაქცინაცია არ ჩატარებულა, რადგან საკმარისი ექიმი არ დარეგისტრირდა. ვაქცინაციისთვის მინიმუმ 10 პირია საჭირო. კლინიკის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის რეგისტრირებულია 8 ექიმი და ელოდებიან კიდევ 2-ს რათა პროცესი დაიწყოს.

მისივე თქმით, რამდენიმე ბენეფიციარმა ვაქცინაზე უარი თქვა და სისტემიდან ე.წ. ამოწერა მოუხდათ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კორონაირუსის ვაქცინით 10 მედ პერსონალი აიცრა. ხვალიდან შესაძლებელი იქენება ადიგენის და ასპინძის მედ პერსონალის ვაქცინაცია.