ბორჯომში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისთვის 500 000 ლარის გამოყოფა იგეგმება

April 13, 2021

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველობისთვის 500 000 ლარის ოდენობის ტენდერს აცხადებს  — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

გამარჯვებულ კომპანიას ევალება 50 000 ლარზე მეტი ოდენობის პროექტების მონიტორინგი და საექსპერტო დასკვნების დაწერა. 

სატენდერო დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მონიტორინგი 2022 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გაუწიოს.

განცხადებების მიღება 16 – 19 აპრილამდე იწარმოებს.

ფოტო: BPI.ge