ბორჯომში “სინოფარმით” 31 მოქალაქე აიცრა

May 5, 2021

ბორჯომის კლინიკაში დღეს ვაქცინაციის პროცესი განახლდა. ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ,, სინოფარმით” აცრილია 31 პირი. ინფორმაციას გვიდასტურებს კლინიკის დირექტორი ირაკლი დიასამიძე.

“დარეგისტრირებული იყო 33 პირი, 2-ს მაღალი წნევა ჰქონდა და ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ვაქცინაცია გადადეს, დანარცენი 31 აიცრა,” – გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

ბორჯომში ვაქცინაციის მსურველთა სპეციალურ პლატფორმაზე, “სინოფარმზე” დარეგისტირებულია 259 პირი, ამ დროისთვის კლინიკაში 126 დოზა ვაქცინა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში თავდაპირველად, 15 აპრილს კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინა შეიტანეს და მხოლოდ 6 სამედიცინო პირი აიცრა. მალევე კლინიკიდან ვაქცინა გაიტანეს, განახლებული პროტოკოლით განსაზღვრული აღჭურვილობის არ ქონის გამო.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირდა 13 პირი და გამოჯანმრთელდა – 6. ახალი დადასტურებული შემთხვევები მუნიციპალიტეტებში შემდეგნაირად ნაწილდება  : 1 ასპინძა, 2 ახალციხე, 10 ბორჯომი. 

ფოტო: region.ge