ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში 4 ჰექტარი ტყის საფარი დაიწვა

August 31, 2020

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ჰექტარი ტყის ქვედა საფარი დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მეხანძრე მაშველებს, რეინჯერები და ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარებოდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც,“ – წერია განცხადებაში.

ხანძარი დაცულ ტერიტორიებზე გუშინ დაახლოებით 13:00 საათზე შეამჩნიეს.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი: მიშო დარბაიძე – 577681889

Leave a Reply