ფინანსების პოლიტიკა-The FinCEN papers 400 ჟურნალისტის გამოძიება

September 21, 2020

ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა შესაძლოა ლონდონის ბარკლის ბანკი ფულის გათეთრებისა და სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოიყენა — ინფორმაციას BBC, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს, ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (FinCEN) დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.  

ხელოვნება და ფულის გათეთრება

პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, არკადი როტენბერგი, სავარაუდოდ, ლონდონში მდებარე ბანკ „ბარკლის“ (Barclays) მეშვეობით შეეცადა 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას. 

მიმდინარე წლის ივლისში, აშშ-ს სენატის გამოძიებამ  როტენბერგი, სანქციების თავიდან ასაცილებლად, ძვირადღირებული ხელოვნების ფარული შესყიდვების გამოყენებაში დაადანაშაულა — ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სქემაში მონაწილეობდა, იყო Advantage Alliance. გაჟონილი დოკუმენტების თანახმად, როტენბერგის მფლობელობაში არსებულმა ამ კომპანიამ 2012-2016 წლებში, 60 მილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელა. ამასთან, ტრანზაქციების უმრავლესობა 2014 წლის შემდეგ არის განხორციელებული — ვკითხულობთ ჟურნალისტურ გამოძებაშეი The FinCEN papers. 

დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ მაგალითად, 2014 წლის 17 ივნისს როტენბერგთან დაკავშირებულმა კომპანიამ მოსკოვიდან ფული გაგზავნა ალიანსის ბარკლის ანგარიშზე ლონდონში. შემდეგ დღეს კი ბანკმა ფული ნიუ-იორკში ნახატის მყიდველთან გააგზავნა.

როტენბერგის წარმომადგენლებს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ ლონდონის ბანკ „ბარკლისში“ კი აცხადებენ, რომ ბანკი ასრულებს კანონით და მარეგულირებელი ორგანოების მიერ დაკისრებულ ყველა ვალდებულებას, აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციების ჩათვლით.

2016 წლის აპრილში Barclays– მა შიდა გამოძიება დაიწყო ანგარიშებზე, რომლებიც როტენბერგთან იყო დაკავშირებული. ექვსი თვის შემდეგ, ბანკმა დახურა Advantage Alliance- ის ანგარიში მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ იგი საეჭვო თანხების გადასაადგილებლად გამოიყენებოდა. მაგრამ გამოძიების თანახმად, Barclays- ის სხვა ანგარიშები, რომელთაც საეჭვო კავშირი აქვთ Rotenbergs- თან, 2017 წლამდე ღია იყო.

რა აკავშირებს როტენბერგსვლადიმერ პუტინთან?

  • BBC-ის მიერ გავრცელებული მასალის თანახმად, მილიარდერი არკადი როტენბერგი რუსეთის პრეზიდენტს ბავშვობიდან იცნობს.
  • ის, ძმა ბორისთნ ერთად სახაზინო დეპარტამენტის მიერ ”რუსეთის ხელმძღვანელობის ახლო წრის წევრებად» არიან დანიშნული. 
  • ბოლო წლებში როტენბერგის კომპანიებმა რუსეთის სახელმწიფოს მიერ დადებული ხელშეკრულებებით ააშენეს გზები, გაზსადენი და ელექტროსადგური.
  • აშშ-ს სახაზინოს თქმით, ძმებმა «მხარი დაუჭირეს პუტინის შინაური ცხოველების პროექტებს» და «მილიარდობით დოლარის ოდენობის კონტრაქტები გააფორმეს გაზპრომისა და სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის, რომლებიც მათ პუტინმა გადასცა».

TOK TV – სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბიუჯეტმა 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, თუმცა, როგორც ეკოლოგების და ინჟინრების ნაწილი ამბობდა შესრულებული სამუშაოები ხარჯებს არ შეესაბამებოდა და არც უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებდა. გარემოს დამცველები აცხადებდნენ, რომ ასეთი მასშტაბების მშენებლობის დაწყებამდე, სულ ცოტა, ეკოლოგიური შედეგების კვლევები უნდა დაწყებულიყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისში, დაინგრა სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ოლიმპიადისთვის აშენებული ერთ-ერთი გვირაბის თავზე იდგა. ექსპერტების თქმით ეს იყო, მხოლოდ ერთერთი მაგალითი ბევრთაგან, რომელიც მიუთითებდა უხარისხო და შესაძლო, კორუფციული სქემით, ჩატარებულ სამუშაოებზე.

  • ახალგაზრდობისას ვარჯიშობოდა, ძიუდოს იმავე დარბაზში, სადაც პუტინი.

რა არის FinCEN ფაილი?

FinCEN ფაილები 2500-ზე მეტ დოკუმენტს აერთიანებს, რომელშიც საერთაშორისო საბანკო სისტემის საიდუმლოებებია თავმოყრილი.

ფაილები BuzzFeed News- მა, მოიპოვა, რის შემდეგაც გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) გაუზიარა. საიდუმლო დოკუმენტებზე მსოფლიოს 88 ქვეყანაში 400 გამომძიებელი ჟურნალისტი მუშაობდა.  

Leave a Reply