განახლებადი: ხანძარი ახალქალაქში

April 16, 2021

ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი იწვის. სახლში არავინ იყო და არც ხანძრის შედეგად დაშავებულა ვინმე – ინფორმაციას Jnews ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო მანქანა. ადგილზეა პოლიციაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და შსს-დან ინფორმაციის მიღებას ველოდებით და შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ ჩვენ ვებ გვერდს.

განახლებული: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძარი ლიკვიდირებულია.

“ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არის. სამი ეკიპაჟი იყო ადგილზე,” – გვითხრეს უწყებაში.

განახლება: შსს-ში გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმიდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

ფოტო: Jnews.ge