გრიპის ვაქცინა სამცხე-ჯავახეთში

November 25, 2020

სამცხე-ჯავახეთში რისკჯგუფში შემავალი პირები სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას უფასოდ მიიღებენ. ინფორმაციას რადიო “ნორს”, ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ტიგრან ეგოიანი უდასტურებს.

ეგოიანი მედიას ეუბნება, რომ მიღებულია ვაქცინის 400 დოზა, რომელიც სოფლებზეც არის გადანაწილებული.

სეზონური გრიპის ვაქცინა რეგიონის მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ასპინძა – 200
  • ნინოწმინდა – 400
  • ბორჯომი – 600
  • ახალქალაქი – 450 

მიიღეს თუ არა ვაქცინა ახალციხის და ადიგენის მუნიციპალიტეტებში? ამის გარკვევა ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებთან ვცადეთ. ადიგენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუიზან ქიმაძე ადასტურებს ვაქცინის მიღებას, თუმცა რაოდენობას ვერ ასახელებს.

რაც შეეხება ახალციხის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ფატი ხაბულიანი მთელი დღის განმავლობაში ტელეფონს არ პასუხობს.