გუმბათისა და ხაჩკოვის კაპიტალურ შეკეთებას 2023 წლამდე ვერ განიხილავენ-სგდ

June 24, 2022

ავტორი: ნაზი მეშველიანი, საიდა მამედოვა

 წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათისა და ხაჩკოვის საავტომობილო გზის მონაკვეთი დაზიანებული და მოუწესრიგებელია. ხაჩკოვში მაცხოვრები ლევან მიკირტიჩიანის თქმით, ისინი დიდი ხანია ითხოვენ გზის რეაბილიტაციას, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირა, მიმოსვლა კიდევ უფრო გართულდა, რადგან გზის საფარი გაუარესდა.

გუმბათისა და ხაჩკოვის გზის მონაკვეთზე ეს პრობლემა წლებია არსებობს. Მოსახლეობა ამბობს, რომ აქ ასფალტით გზა არასოდეს ყოფილა დაფარული.

Წალკის Მერიაში გვეუბნებიან, რომ  გუმბათი-ხაჩკოვის დამაკავშირებელი გზის დაზიანების შესახებ მათთვის ცნობილია და   აღდგენითი სამუშაოები  უახლოეს დღეებში დაიწყება. 

Საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე პერიოდული შეკეთების ფარგლებში, გზები მოიხრეშება. კაპიტალური რეაბილიტაციის საკითხი კი  2023 წლის გეგმის ფორმირების დროს იქნება განხილული.