დაბა ადიგენის 7 სოფელს ორი დღით წყლის მიწოდება შეუწყდება

January 29, 2020

კურცხანას სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მოსახლეობას წყლის მიწოდება 30-31 ინავრამდე შეუწყდება. ინფორმაციას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კურცხანას სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 9 იანვარს დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივმა მთავრობამ 95 000 ლარი გამოყო. სამუშაოები მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია 264 მეტრის სიგრძის დაზიანებული მილის შეცვლა.

Leave a Reply