დამოუკიდებლობის მოპოვების 104-ე წელი რუსთავში დილიდან აღინიშნება

May 26, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 104-ე წლისთავი რუსთავშიც აღინიშნება. თავისუფლების მოედანსა და კოსტავას გამზირზე საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს. მოწყობილია ისტორიულ-შემეცნებითი კუთხეები, ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სტენდები, ასევე გამოტანილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.

მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საკონცერტო სცენა მოეწყო, საიდანაც რუსთაველებს 26 მაისს ანსამბლი “რუსთავი” და “თუთარჩელა” ულოცავს.

რუსთავში საღამოს 6 საათზე კი დაგეგმილია ჯგუფ “რეგიონისა” და “killages” დასკვნითი კონცერტი.