დაშბაშის კანიონის მონახულება მხოლოდ დაშბაშელებისთვისაა უფასო – ღირებულებამ წალკელების ნაწილი გაანაწყენა

June 20, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, საიდა მამედოვა

Დაშბაშის კანიონზე მოწყობილი უნიკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, ტურისტებს და ქართველ დამთავლიერებლებს უკვე მასპინძლობს.

მოწყობილი შუშის ხიდზე გასეირნება და ამ ინფრაქტუქტურის გამოყენებით კანიონის დათვალიერების ღირებულება 29 ლარს შეადგენს, როგორც ტურისტებისთვის ისე ადგილობრივებისთვის. Გადასახდისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ საკუთრივ სოფელ დაშბაშის მოსახლეობა. Რაც შეეხება წალკის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს, მათ შორის მათაც, რომლებიც უშუალოდ ხიდის ნაპირებს ემიჯნებიან, ამ სოფლებში მაცხოვრებლებისთვის საშვის ფასი უცვლელად 29 ლარია. Კერძო Კომპანიის ეს გადაწყვეტილება წალკელების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 

Კომპანია “კას ლენდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ, რომ უფასო მომსახურება მხოლოდ სოფელ დაშბაშში მაცხოვრებლებს სთავაზობენ, მუნიციპალიტეტის დანარჩენი სოფლებისთვის კი საფასურის შეცვლას ამ ეტაპზე არ გეგმავენ.

Დაშბაშის კანიონი 14 ივნისს გაიხსნა.  Მასში ინვესტიცია ებრაულმა  კომპანია  KASS LAND-მა განახორციელა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 120 000 000 ლარია. Წალკის კანიონზე, მიწიდან 300 მეტრზე 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი, ეკოტურისტული ბილიკები და  ვიზიტორთა ცენტრი მოეწყო.