დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალციხის პოლიციაში დაიბარეს

March 26, 2020

დღეს ახალქალქში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი პოლიციაში იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რითი დაინტერესდა გამოძიება და რა კონკრეტული შეკითხვები დაუსვეს დეპუტატს. მკოიანმა განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ადგილზე იმყოფებოდა ჩვენი გადამღები ჯგუფი, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი მანქანაში ისე ჩაჯდა, რომ შეკითხვებისთვის პასუხი არ გაუცია.

შეგახსენებთ, დღეს ახალქალაქში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება  126-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.

Leave a Reply