“დიდი ზომის ბავშთა სახლი არ არის ის გარემო, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს ” – UNICEF

May 13, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

გაეროს ბავშთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე ამბობს, რომ ნებისმიერი დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის ის ადგილი, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს და ამიტომ, საჭიროა სახელმწიფომ გააძლიეროს ოჯახები, რათა ბავშვები თავიანთ ოჯახში იზრდებოდნენ. 

საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე, სადაც ომბუდსმენს 2 წელია მონიტორინგის უფლება შეზღუდული აქვს. პანსიონატში არ უშვებენ არც სხვა ორგანიზაციებს და მედია საშუალებებს, გარდა გამონაკლისისა.

მიუხედავად იმისა, გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტმა მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა, ომბუდსმენს ამ უფლების განხორციელება ამ დრომდე არ შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი გვიდასტურებს.

კომენტარს არ აკეთებენ საპატრიარქოში და ამბობენ, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ბავშვთა პანსიონატების საქმიანობაში არ ერევიან. უცნობია ჯანდაცვის სამინსიტროს პოზიციაც.

​ნინოწმინდის წმ. ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატში, ოფიციალური 57 არასრულწლოვანი იმყოფება, რომელთაგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. სახალხო დამცველის წინა წლების მონიტორინგის მიხედვით, პანსიონატში გამოიკვეთა სავარაუდო ძალადობის, დასჯის, თავისუფლების შეზღუდვის და სხვა დარღვევები.

ამავე თემაზე: მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ

«შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში