დღეს კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა – STOPCOV.GE

September 30, 2020

დღეს საქართველოში StopCov.ge-ის ინფორმაციით, კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამ დროისთვის COVID-19-ის 3,035 აქტიური შემთხვევაა.

30 სექტემბერს სამთავრობო საიტზე განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 37-ე პაციენტი 69 წლის მამაკაცია. ცოტა ხნის წინ StopCov.ge-დან  ცნობილი გახდა 38-ე პაციენტის გარადცვალების შესახებაც, ის  61 წლის ქალია. ოფიციალური მონაცემებით, ეს დღეს, 30 სექტემბერს, ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

განახლებული ოფიციალური მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა. აქედან 235 აჭარაში.

დანარჩენი ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 30;
  • იმერეთი – 38;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14;
  • კახეთი – 1;
  • მცხეთა-მთიანეთი – 1;
  • გურია – 6;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1.

მარინა ენდელაძის განმარტებით, ამჟამად კრიტიკულად მძიმე 28 პაციენტია, მათგან 26 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.