ევაკუირებულია 12 ოჯახი, ორი მოქალაქე გადაყვანილია კლინიკაში – ახალციხეში მომხდარი აფეთქების შედეგი

December 24, 2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ. უწყების ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ხოლო ორი პირი დაშავდა.  

“დაშავებულია ორი პირი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. რესტორანი იყო არამუშა მდგომარეობაში. ხანძარი აფეთქებას არ მოყოლია. ასევე რესტორნის ლოკაციიდან გამომდინარე, მოხდა კორპუსის ევაკუაცია და 12 ოჯახია ევაკუირებული.”

ახალციხეში მდებარე რესტორან “იმერეთში” აფეთქება რამდენიმე წუთის წინ მოხდა. რესტორანი რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობს.