ევროკავშირის და ჯანმოს დახმარება საქართველოს პანდემიის პირობებში

May 28, 2021

პანდემიის ნეგატიურ შედეგებზე საპასუხოდ საქართველომ ევროკავშირისაგან დახმარების სახით 2 მილიარდ ლარამდე მიიღო. ამასთან, ჯანმო და ევროკავშირი მონაწილეობენ საქართველოში COVID-19–ის პანდემიაზე რეაგირების მიზნით სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინიციატივებში. მათ ერთობლივად უზრუნველყვეს საქართველოსთვის პერსონალური დაცვის აღჭურვილობის უპრეცედენტო რაოდენობით უზრუნველყოფა, მოწინავე რიგებში მყოფი სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებისათვის.

ამავდროულად, ხელი შეეწყო შემთხვევებთან დაკავშირებული მოკვლევის ოქმების განახლებას და გაძლიერებული მეთვალყურეობის პროტოკოლის შემუშავებას. პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო გადაკვეთის ადგილებში მომუშავე ეპიდემიოლოგებს ჩაუტარდათ შემთხვევების მოკვლევასა და მეთვალყურეობასთან დაკავშირებული ტრენინგები.