ეთნიკური უმცირესობების მხარდამჭერი პროგრამა

May 28, 2020


სომხურ და აზერბაიჯანულენოვან თვითდასაქმებულებს, რომლებმაც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავალი დაკარგეს, საინიციატივო ჯგუფი სთავაზობს მთავრობის პროგრამებში დაეხმარებას.

მოხალისეების ჯგუფი დაეხმარება არაქართულენოვან მოქალაქეებს, შეავსონ განაცხადები, დარეგისტრირდნენ და მოითხოვონ სახელმწიფოსაგან კუთვნილი დახმარება.

ადგილობრივები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელში უნდა გამოცხადდნენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საბანკო რეკვიზიტებით, პირბადით და 2020 წლის პირველ სამ თვეში დასაქმების დამადასტურებელი რაიმე საბუთით (ხელშეკრულება, ბაზარში მოსაკრებელის გადასახადის ცნობა და სხვ.).

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა. განცხადებები მიიღება პირველ ივლისამდე.

ინიციატივის ავტორები არიან IFES Georgia და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი” USAID/Georgia.

მისამართი: ახალციხე – მანველიშვილის #19

ტელეფონი: 0800000039

სამუშაო საათები: 10:00-13:00 – შაბათ-კვირის გარდა.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply