ენზელ მკოიანი უარყოფს “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატის ცემასთან რაიმე კავშირს ​

October 27, 2020

“ქართული ოცნების” დეპუტატი ჯავახეთში ამავე პარტიის დეპუტატობის კანდიდატის ცემასთან რაიმე ფორმით კავშირს უარყოფს და გვეუბნება, რომ სამველ მანუკიანის ცემა, სავარაუდოდ მისვე ბილწსიტყვაობას უკავშირდება.

შეკითხვით ენძელ მკოიანს მას შემდეგ მივმართეთ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, სამველ მანუკიანი სწორედ მკოიანის მხარდანჭერმა სცემა.

“მანუკიანი იტყუება. ვინც ცემა ის ადამიანი მე არ მინახავს 2-3 წელია. Რაც ხდება ყველაფერს მე ნუ მაბრალებს. Სოფლებში მე მყავს ჩემი აქტივისტები და რომც ეცემა ვინმეს ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. Მანუკიანს ურჩევნია სოფლებში ნუ დადის, ნუ სვამს და ნუ იგინება და არც არავინ სცემს,” – გვითხრა დეპუტატმა. ​

ჩვენ ორი დღეა ვცდილობთ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებას, თუმცა მანუკიანი ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სამველ მანუკიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე. ახალქალქის კლინიკა “ევექსის” დირექტორმა ალექსანდრე თოროიანმა მომხდარი დაგვიდასტურა და თქვა, რომ მანუკიანი მის კლინიკაში იმყოფებოდა, სახის არეში დაჯეჟილობის გამო.

«გუშინ შემოიყვანეს, ცხვირის არეში ჰქონდა დაჟეჟილობა, მალევე გავწერეთ,» — გვითხრა თოროიანმა. ​