“ეპიდემიოლოგები ზოგადად დეფიციტურია”, COVID-19-ის მიმოხილვა – სამცხე-ჯავახეთი

October 19, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 4 ახალციხელი მედ პერსონალია. 1 პირი ადიგენიდან, 1 ნინოწმინდიდან და 1 ასპინძიდან იმყოფება. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მიქელაძეს თქმით, ამ დრომდე რეგიონში 14 მედ პერსონალია ინფიცირებული, რომელთაგან 13 ახალციხეში და 1 ადიგენშია.

კითხვაზე, მედ პერსონალის დაინფიცირებამ შესაძლებელია თუ არა გამოიწვიოს ექიმების დეფიციტი და იგეგმება თუ არა ეპიდემიოლოგების დამატება? მიქელაძე გვპასუხობს:

მიქელაძეს თქმით, მუნიციპალიტეტში კრიტიკულად მძიმე პაციენტები არ ჰყავთ. ასევე ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში 4 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რადგან სკოლაში პედაგოგებს ვირუსი დაუდასტურდათ.

ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავურისის 100 დადასტურებული შემთხვევაა, რომელთაგან 30 გამოჯანმრთელებული და 1 გარდაცვლილია.