“ერთხელ ამ გზის გაწმენდა ჭრის თუ არა საბოლოოდ პრობლემას?” – TI ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობების გაწმენდაზე

January 12, 2021

ახალციხის სოფელ ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალი და მოძრავი ქვებისგან გაიწმინდა – ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.

რა თანხა დაიხარჯა სამუშაოებისთვის და რამდენად მოგვარდა პრობლემა? ამ კითხვებით ჩვენ ახალციხის მერიას დავუკავშირდით. მათი კომენტარი კი ასეთია:

“ურავლის ხეობაში გზისპირა ფერდობები ნაშალი და მოძრავი ქვებისგან გაიწმინდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე, სამუშაოები გზების მოვლა-პატრონობის ფარგლებში პერიოდულად ხორციელდება.”

თემაზე მუშაობდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოც”. რეგიონული კოორდინატორი თამუნა უჩიძე გვიყვება, რომ გასული წლის ბიუჯეტის დაგეგმვის წინ ურავლის ტერიტორიაზე, გზაზე ლოდების ცვენის პრობლემის მოგვარების  ინიციატივით მიმართეს მერიას და თან 150 -ზე მეტი  ადგილობრივის ხელმოწერაც დაურთეს.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები არ არის საკმარისი და საჭიროა პროცესში კვალფიციური კადრების ჩართვა რათა ცვენის პრევენციის ღონისძიებები დაიგეგმოს.

თამუნა უჩიძე