ეყოლება თუ არა გახარიას პარტიას სამცხე-ჯავახეთში წარმომადგენლობა

June 8, 2021

მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ ახალი პარტია დააფუძნა და თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნებისაგან” დამოუკიდბლად საკუთარი გუნდით მონაწილეობა გადაწყვიტა, მისი პოლიტიკური აქტიურობის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

ნაწილი მას ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციად აღიქვამს, ნაწილი პირიქით გეგმის გაგრძელებად.

ჩვენ დავინტერესდით პარტიის გეგმებით რეგიონულ ჭრილში. ეყოლება თუ არა გიორგი გახარიას ახლად დაარსებულ პარტიას სამცხე-ჯავახეთში წარმომადგენლობა და ოფისი? ამ კითხვით ჩვენ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დავრეკეთ. სადაც გვითხრეს, რომ პარტია ახლად დაარსებულია, ჯერ არ აქვთ რეგიონალური ოფისები და შესაბამისად არც წარმოამდგენლობა.

ასევე, დავინტერესდით როგორი იქნებოდა მათი ხედვა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და რამდენად აისახებოდა მიმართულება  წინასაარჩევნო პროგრამაში? საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ პროგრამის პრეზენტაცია ჯერ არ ჰქონიათ. 

ჩვენ ასევე დავინტერესდით განიხილავდა თუ არა სამცხის ყოფილი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, გიორგი კოპაძე გახარიას პარტიაში გაწევრიანებას. კოპაძემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ იგი არც გახარიას პარტიაში და არც  “ქართულ ოცნებაში”  დაბრუნებას აპირებდა.