ვარძიის კომპლექსმა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო მიიღო (ვიდეო)

May 25, 2021

ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო 7 სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს.

გამარჯვებულები ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.