ვახო სანაიას თავს დაესხნენ – მედიის შეფასებები ახალციხიდან

February 25, 2021

დღეს ფორმულა TV- ს წამყვანს ვახო სანაიასა და მისი მეუღლის ნათესავს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ეჭვმიტანილი დააკავა, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა 2-3 წლამდე ემუქრებათ.

ვახო სანაია ამბობს, რომ თავდასხმა უცხო პირების მხრიდან მისი იდენტიფიცირების შემდეგ მოხდა, ანუ რაც მათ ამოიცნეს მასში ჟურნალისტი. თემას დღის განმავლობაში არაერთი შეფასება მოჰყვა, მათ შორის მომხდარს ამერიკის საელჩოც გამოეხმაურა. 

როგორ აფასებენ ჟურნალისტზე თავდასხმებს სამცხე-ჯავახეთის მედიის წარმომადგენლები? ნახეთ  მათი შეფასება.

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889