ვეტერინარიის ინტეგრირებული პროგრამა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

February 25, 2020

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წელს ჩარიცხული სტუდენტები ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას შეძლებენ. ეს ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელშიც ვეტერინარიის პროგრამა ამოქმედდება.

ახალ ფაკულტეტზე სწავლას 45 სტუდენტი სრულად უფასოდ შეძლებს. მიმართულებას უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი გაუძღვება.

1990 წელს დაარსებული უნივერსიტეტი წელს 30 წლის იუბილეს ზეიმობს. საგანმანათლებლო დაწესებულებას 20 თებერვალს ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა. „ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით ახალ სტანდარტებთან მორგებით მოვმზადებულიყავით ავტორიზაციისთვის, ეს ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. ჩვენთვისაც ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და ჩვენმა შრომამ შედეგი გამოიღო,“ – ჩვენთან საუბრისას განაცხადა რექტორმა, მაკა ბერიძემ.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 1000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

Leave a Reply