თურქეთიდან-ჩინეთში მიმავალი სატვირთო მატარებელი ახალქალაქში გაჩერდება

December 7, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

თურქეთიდან პირველი სატვირთო მატარებელი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ჩინეთში ჩავა. ასევე მატარებელი შეჩერდება ახალქალაქშიც. ინფორმაციას სააგენტო “ანადოლუ” აქვეყნებს.

“თურქეთის ტერიტორიას 8 დეკემბერს დატოვებს, შემდეგ ახალქალაქში გაჩერდება და საქართველოდან აზერბაიჯანის და ყაზახეთის გავლით ჩინეთში ჩავა,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

იმავე წყაროს ინფორმაციით, სატვირთო მატარებელმა 8 693 კილომეტრი 12 დღეში უნდა გაიაროს.

სარკინიგზო მარშრუტთან დაკავშირებით ჩვენ დამატებითი კითხებით მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა უწყებიდან კომენტარი დღის ბოლომდე ვერ მივიღეთ.