თუ კი ტყუილი მოგბეზრდა

March 3, 2020

ნინა ხელაძე

რუსეთის მედიამ კორონა ვირუსის გავრცელება არაერთგზის დაუკავშირა ამერიკას. საზოგადოებაში ამ აზრის განმტკიცების მიზნით, რუსეთის პირველმა არხმა 5 წუთიანი რეპორტაჟი გაუშვა ეთერში. პროპაგანდისტული მასალების დამაჯერებლობისთვის და სამიზნე აუდიტორიაზე მეტი გავლენის მოსახდენად, სამიზნე რეგიონში არსებული ლაბორატორიაც არ გამოუტოვებიათ. თუმცა, ლუგარის სახელობის ლაბორატორია აღნიშნული ცრუ ინფორმაციების კონტექსტში არაერთგზის მოუხსენიებიათ, შესაბამისად ეს მოულოდნელიც არ იყო. ლაბორატორია, რომლის გარეშეც დღეს საქართველოში COVID 19-ის , იგივე კორონავირუსის სახელით გავრცელებული ვირუსის დადგენას გაცილებით მეტი დრო და რესურსი დასჭირდებოდა. სწორედ ამ ლაბორატორიის წყალობით, რამდენიმე საათში საქართველოშივე შეიძლება ურთულესი ლაბორატორიული კვლევების წარმოება და დროული დიაგნოსტირება.

ცრუ ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული მხარის ინტერესს ემსახურება და არა საზოგადეობის სიკეთეს, თანამედროვე სამყაროს დიდი პრობლემაა. მის დაძლევას ცდილობენ ძლიერი დემოკრატიული ქვეყნები და პატარა , ახალი დემოკრატიები ისეთი როგორიც ჩვენ ვართ. წინააღმდეგობის იარაღი მრავალგვარია, თუმცა წამყვანი მაინც საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციაა. ამ მიზნით, შეიქმნა წლების წინ ძლიერი საერთაშორისო მედიების რუსულენოვანი რედაქციები, მათ შორის რადიო თავისუფლების, DW-ს, BBC-ის, ამერიკის ხმის. ამ იდეის გაგრძელებაა საქართველოში რუსულენოვანი არხი TOK TV. არხი მიზნად ისახავს ენობრივი ბარიერის ან სხვა მიზეზების გამო, ქართული საინფორმაციო სივრცის მიღმა დარჩენილი აუდიტორიის ობიექტურ ინფორმირებას. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის საფუძველზე შექმნილი მედია სტარტაპი, პროპაგანდას საჭირო, სანდო შინაარსით უპირისპირდება.

რას ვუყუროთ TOK TV-ს ეთერში ? მაღალი ხარისხის და საჭირო შინაარსის პროგრამები ბევრი მიმართულებით !
გადაცემები ჯანდაცვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, მოგზაურობის, კულინარიის, მეცნიერების და განათლების, აგრო მეურნეობის, კულტურის შესახებ და რა თქმა უნდა პოლიტიკა!

TOK NEWS ქართული ამბები რუსულ ენაზე, სწრაფად და საინტერესოდ. საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს 20:00 საათზე.

თუ კი გინდათ რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები მოხდეს ჩვენ საინფორმაციო გამოშვებაში და ცხოვრობთ სამცხე ჯავახეთში, გაგვიხარდება თუ კი მიმართავთ ჩვენ ბიუროს ახალციხეში, რომელიც სწორედ იმისთვის არის რომ თქვენთან უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ.

მის: მანველიშვილის 19

ტელ: 577681889

ვინ ვართ ჩვენ? – TOK TV დაფუძნებულია არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ 2017 წელს, რომლის თავმჯდომარე არის ექსპერტი მედიის საკითხებში, პროფესორი ნათია კუპრაშვილი. TOK TV-ს ხელმძღვანელობს მედიამენეჯერი ნინა ხელაძე. ქალების სტრატაპში არიან მამაკაცებიც.
ტექ. დირექტორი: ნუგზარ სუარიძე, აუდიო მენეჯერი – ლუკა ამირანაშვილი, ვიდეო-სოც მედია მენეჯერი – გიორგი მანთიძე, ქსელების მენეჯერი- მირიან ქორიძე.

ჩვენი ჟურნალისტები არიან: მიშო დარბაიძე, სედა სარქისიანი – ახალციხის ბიურო

მარიანა ასანიძე, ნატუკა ნემსაძე, ხვიჩა გაბუნია – თბილისის ოფისი.

მარკეტინგის მენეჯერი – ირმა ჭარაქაშვილი.

როგორ გვიყუროთ?

TOK TV  მაუწყებლობს ღია სიხშირეზე, სამცხე-ჯავახეთში. სეთ თოფ ბოქსების მეშვეობით ჩვენი არხის ყურება შეგიძლიათ ყველა სხვა არხთან ერთად.

ასევე:

  • Magti ipTV #56
  • Silk TV #292

#ჩავანაცვლოთრუსეთისარხები ერთად!

Leave a Reply