იმიგრანტების მხარდაჭერა და ასოციაცია “ტოლერანტის” ახალი პროექტი

April 15, 2021

ავტორები: მიშო დარბაიძე, ინგა ირიციანი — 577681889

იმიგრანტების მხარდაჭერა და ასოციაცია “ტოლერანტის” ახალი პროექტი, რომელიც სპეციალურად სამშობლოში დაბრუნებული პირებისთვის ამოქმედდა

გაიცანით ორი ახალგაზრდა მეწარმე, რომელმაც საკუთარი საქმიანობის დაწყება სწორედ ამ პროექტის საშუალებით შეძლეს

20 წლიანი ისტორიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია ტოლერანტის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ამბობს, რომ სპეციალური პროექტის დაწყების მიზეზი პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნილი მიგრანტები იყვნენ, რადგან უმეტეს მათგანზე სახელმწიფო პროგრამები არ ვრცელდებოდა.  პროექტი სახელწოდებით ,,Covid 19 – სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა“ ევროკავშირის დაფინანსებით და “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის”, ERIM-თან პარტნიორობით ხორციელდება.

სულ ასოციაცია ტოლერანტის აღნიშნულ პროექტს  ამ ეტაპზე 50-მდე ბენეფიციარი ჰყავს. მის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ბაზირებული ორგანიზაცია ემიგრანტებს პროფესიულ გადამზადებას და დასაქმების ხელშეწყობას, ფსიქოლოგის დახმარებას,  ბუღალტერიის და ინგლისური ენის შემსწავლელი კურსებს, ბიზნეს კონსულტაციებს და კარიერული წინსვლის ტრენინგებს სთავაზობს.

ასოციაცია ტოლერანტი 2000 წელს დაფუძნდა. ის  20 წელზე მეტია რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერებისა  და განვითარებისთვის არაერთი მიმართულებით მუშაობს. მათ შორისაა რეპატრირებული მესხების საკითხები, ემიგრანტები, ეთნიკური უმცირესობები და სხვა.