“ინფორმაციის დახურვა, ჩაკეტვა არის ყოველ მხრის საზიანო” – სარჯველიძე ნინოწმინდის პანსიონატზე

May 25, 2021

«დიდი ზომის ბავშთა სახლი არ არის ის გარემო, სადაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს » — UNICEF

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს განცხადებით, ნინოწმინდის ბავშთა პანსიონატში არსებული სიტუაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს, რადგან მსგავსი ჩაკეტვა არის საზიანო ბავშვებისთვის, ბავშვთა სახლებისთვის და ეს უნდა აღმოიფხვრას. ამის შესახებ მან, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა.

საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატზე, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა ომბუდსმენი შესვლას ითხოვს, თუმცა მათთვის კარი დახურულია და მონიტორინგის საშუალება არ ეძლევა.

მიუხედავად გაეროს განცხადებისა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ომბუდსმენს არ უშვებენ

ვრცლად პანსიონატის შესახებ მასალები ნახეთ აქ:  «შეუვალი» პანსიონატი ნინოწმინდაში