კიდევ ერთი ახალგაზრდული ცენტრი ახალციხეში, რუსთაველის 124-ში #ტენდერი

July 2, 2021

ახალციხეში, რუსთაველის 124-ში, ე. წ. სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება. ამისთვის მერია ბიუჯეტიდან 600 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 

რა დანიშნულების იქნება სამ სართულიანი შენობა, რომლის რეაბილიტაციაც იგეგმება? მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ შენობაში იქნება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც მოეწყობა საგანმანათლებლო და გასართობი სივრცეები.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სამ სართულიან შენობას გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა ჩაუტაროს რეაბილიტაცია. 

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაცია. ასევე ეწყობა სპორტული დარბაზი, საბავშვო ბაღი და კლუბი.