კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – მელიქ რაისიანი ენმ-დან

August 21, 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯავახეთში ცნობილია. ნინოწმინდა-ახალქალაქის მოსახლეობის ინტერესებს პარლამენტში, გამარჯვების შემთხვევაში, მელიქ რაისიანი დაიცავს. ინფორმაციას გვიდასტურებს ენმ-ს ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, ივერი ბალახაშვილი.

მელიქ რაისიანი 1999-2008 წლებში პარლამენტის წევრი იყო. იგი მეექვსე მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. ხოლო მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტში-მაჟორიტარის სტატუსით „მოქალაქეთა კავშირს“.

ამ დრომდე არ ფიქსირდება რაისიანის რომელიმე პარტიის შეწირულობის ფაქტი.

გარდა „ნაც. მოძრაობისა“ ჯავახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა მმართველმა პარტიამ(სამველ მანუკიანი) და „ევროპულმა საქართველომ“ (არსენ კარაპეტიანი)

ენმ-მ სამცხე-ჯავახეთში უკვე წარადგინა კანდიდატები. სამცხეში დეპუტატობისთვის, ვაჟა ჩიტაშვილი იბრძოლებს.

ავტორი: მიშო დარბაიძე

Leave a Reply