კიდევ ერთხელ-მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთში

April 22, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზის კიდევ ერთი ვიზიტი მოსკოვში. ამჯერად მიტროპოლიტი მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, ლიტურგიაში მონაწილეობას იღებდა. იქვე მიტროპოლიტმა ისაუბრა მართლმადიდებლური ერთიანობის შენარჩუნებაზე. ინფორმაციას გვიდასტურებს თავად ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.

როგორც რუსეთის მედია pravoslavie.ru წერს, მეუფე ნიკოლოზი მადლიერია ეკლესიის წინამძღვრის, რადგან საშუალება მიეცა რუსეთში მცხოვრები ქართველი მრევლისთვის წირვა ჩაეტარებინა.

”მადლობელი ვარ, რომ შესაძლებლობა მიეცა ქართულ სამწყსოს, არ იგრძნოს თავი უცხო ქვეყანაში, რომელიც სამშობლოს გარეთ ცხოვრობს,” –  ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.  

მიტროპოლიტის მოსკოვში ვიზიტის შესახებ დაწერა კიდევ ერთმა მედიამ. mospat.ru-ს მასალაში ვკითხულობთ, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების წარმომადგენლის მიმართვასაც: ”რუსეთის ეკლესია მაღალ შეფასებას აძლევს თქვენს წვლილს პან-მართლმადიდებლური ერთიანობის შექმნაში, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებაში, ჩვენს ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთგაგებისა და ნდობის ატმოსფეროს შენარჩუნებაში.”

ჩვენ გვინდოდა მიტროპოლიტისთვის გვეკითხა მიმდინარე ოკუპაციის ფონზე რუსეთთან კეთილმეგობრული ურთიერთობები და რელიგიური კავშირების განმტკიცების მიზნით ვიზიტების განხორციელება უქმნიდა თუ არა უხერხულობას, თუმცა მან გვითხრა, რომ რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დავკმაყოფილებულიყავით.

შეგახსენებთ, რომ მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში წირვაზე იმყოფებოდა ასევე გასული წლის 17 ნოემბერსაც, მაშინ იგი რუსეთ-საქართველოს ქრისტიანულ და ისტორიულ ერთობაზე საუბრობდა.

ამავე თემაზე: «ერთობაში საერთო ქრისტიანული და ისტორიული ღირებულებები ვიგულისხმე»- მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში ვიზიტზე

”ვერავინ და ვერაფერი ვერ გაანადგურებს ჩვენს ერთობას”-ახალქალაქის მიტროპოლიტი ნიკოლოზი მოსკოვში

“ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო” — საპატრიარქო ახალქალაქის მიტროპოლიტის მოსკოვში ვიზიტის შესახებ

ფოტოები: mospat.ru