კლინიკა “იმედის” დირექტორი და რეანიმატოლოგი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ

March 24, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ახალციხის კლინიკა “იმედის” დირექტორი, გიორგი ბარძიმაძე და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური გუშინ სამართალდამცავ ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს თავად ბარძიმაძეც, თუმცა დეტალებზე არ გვესაუბრება.  

შეგახსენებთ, რომ ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კლინიკაში მომხდარ შემთხვევას, ასევე იძიებს სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომლის შუალედური დასკვნაც კვირის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს. კლინიკა “იმედში”, ექთანმა გონება მას შემდეგ დაკარგა, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო “ოქსფორდ-ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთა. იგი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: «წინასწარ გამოკვლევები ჩატარებული ჰქონდა» — კლინიკა “იმედის” მენეჯერი

კლინიკა იმედში ფანჯრების ჩამტვრევის ფაქტზე 2 პირი დააკავეს, მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს — შსს

შესაძლებელია მეორედ გაუჩერდეს გული — ლევან რატიანი ახალციხელ მედდაზე

ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შესაძლო ახალი გარემოებები გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის საქმეში

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკა «იმედში» იმყოფება — კლინიკის მენეჯერი

ვაქცინაცია, მისი მნიშვნელობა და შესაძლო გართულებების მართვა — ინტერვიუ მაია ბუწაშვილთან