კომენდანტის საათი ცესკოს – ოპოზიცია გეგმავს ცესკოსთან უწყვეტ პროტესტს

November 8, 2020

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ოპოზიციური პარტიები ცესკოსთან უწყვეტ პროტესტს გეგმავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და ახალი არჩევნების დაინიშვნაა.

“ჩვენ ვიქნებით ცესკოსთან, მანამ სანამ არ გადადგება ჟვანია და მთელი შემადგენლობა,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

დღეს, აქციაზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერის, ნიკა მელიას თქმით ჟვანიას გადასადგომად დრო 20:00 საათამდე ჰქონდა. თუმცა ამ დრომდე ჟვანიას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.