“კომისიამ ჩვენი საჩივარი არ განიხილა” – მრავალეროვანი საქართველო ​

November 6, 2020

ავტორი: ინგა ირიციანი – 555 02 03 55

მრავალეროვანი საქართველოს იურისტი ლელა თაიაური, გვეუბნება რომ მათი საჩივარი ახალციხის საარჩევნო კომისიამ არ განიხილა. აღნიშნული გადაწყვეტილება არსამთავრობო ორგანიზაციამ ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. ​

თაიაური გვეუბნება, რომ საარჩევნო კომისიაში მიზეზად საჩივრის შეტანის წესის დარღვევა დაუსახელეს.

“დამკვირვებლის სახელზე იყო შემოსული და არა ორგანიზაციის, დამკვირვებელი კი არაუფლებამოსილი პირიაო. რეალურად ჩვენ ორგანიზაციის სახელით დავწერეთ საჩივარი და ვასაჩივრებთ. ახლა შევდივართ პროცესზე,” – გვითხრა იურისტმა. ​

​ჩვენ ვცადეთ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან დაკავშირება, თუმცა თეა გავაშელმა არც ამჯერად გვიპასუხა.

ახალციხის საარჩევნო კომისიამ, არც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივარი განიხილა.