“კორონავირსის ფონზე განუვითარდა ინფარქტი” – ახალციხის კლინიკა გარდაცვლილ ექიმზე

December 10, 2020

ავტორი: ინგა ირიციანი — 577681889

​ახალციხეში რეფერალური საავადმყოფოს კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. გარდაცვლილს კორონავისუსის ფონზე ინფარქტი განუვითარდა. ინფორმაციას კლინიკა ევექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ.

იმავე წყაროს ინფორმაციით, 64 წლის ქალბატონი კლინიკაში ფთიზიატრად მუშაობდა.

კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ჯერ ახალციხის კლინიკა “იმედში” მკურნალობდა, შემდეგ კი თბილისში ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ​მედპერსონალის გარდაცვალების ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა.