კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

November 25, 2020

​კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. როდიდან ამოქმედდება, რა ვადით და რა სიხშირით ახალი შეზღუდვები? ჟურნალისტების დამატებით კითხვებზე ეკატერინე ტიკარაძეს არ უსაუბრია.

„ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პიკთან დაკავშირებით, რომელიც დეკემბერშია მოსალოდნელი, გარკვეული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება და ახალ რეგულაციებზე ხვალ სავარაუდოდ პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს.

შესაძლო შეზღუდვებზე ისაუბრა გუშინ ვიცე-პრემიერმაც. მაია ცქიტიშვილის თქმით, განიხილება სხვადასხვა სცენარი მათ შორის შაბათ-კვირას მოძრაობის შესაძლო აკრძალვა ან გადაადგილებისთვის დაშვებული ზღვრული დროის შემცირება.