“კრასნი ოკტიაბრიას რომელ კანფეტს აქვს ყველაზე ხანგრძლივი ისტორია?”-კარფურის გათამაშება რუსული ნარატივით.

December 19, 2019

„ კრასნი ოკტიაბრიას რომელ კანფეტს აქვს ყველაზე ხანგრძლივი ისტორია?“ -ეს გახლავთ კარფურის წამახალისბელი გათამაშების შეკითხვა, რომელზეც სწორის პასუხის გაცემის შედეგად მომხმარებელმა 100 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათა მოიგო.

კომპანიამ ფეისბუქის ოფიცილურ გვერდზე გამარჯვებულის ვინაობა და სწორი პასუხიც გამოაქვეყნა: „სწორი პასუხია – მიშკა კოსოლაპი“

გათამაშების შინაარსმა და შეკითხვამ მომხმარებელთა ნაწილში კრიტიკა გამოიწვია. ისინი კომპანიას  რუსულ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.

ვინ ადგენდა კითხვების შინაარს და მიაჩნდათ თუ არა, რომ ამით რუსული ნარატივის პირდაპირი ან ირიბი წახალისება ხდებოდა „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი“ კარფურის მარკეტინგის სამსახურს დაუკავშირდა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ საახალწლო გათამაშება 16 დეკემბერს დაიწყეს. ამ გათამაშების ინიციატორი კი, მათივე თქმით „კრასნი ოქტიაბრის“ პროდუქციის ადგილობრივი  სადისტრიბუციო კომპანიაა. კარფურში აცახდებენ, რომ გათამაშებების დროს მომხმარებლების მოთხოვნებს ითვალისწინებენ და მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მათი წახალისებაა.

ჩვენს კითხვაზე ხდება თუ არაა ამით რუსული პროპაგანდის ირიბი ან პირდაპირი წახალისება პასუხი ვერ მივიღეთ. განმეორებით შეკითხვაზე კი  მათ შემდეგნაირად გვიპასუხეს:

 „თუ ამ პასუხის მერე ისევ ეს კითხვა გიჩნდებათ ესეიგი წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ შეგიძლიათ და აწი თავს შევიკავებ პასუხის გაცემაზე თქვენს პროვოკაციულ კითხვებზე, აზრი არ აქვს როგორც ჩანს“

Leave a Reply