ახალციხეში წინასაარჩევნო რეკლამებისთვის ჯერ ისეთი ლოკაციებიც დაამტკიცეს, რომელიც აღარ არსებობს, შემდეგ შეცვალეს

September 7, 2020

ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს ის ლოკაციები დააზუსტეს, რომელზეც საარჩევნო პოსტერები და სხვა სახის რეკლამების გაკვრა დასაშვები იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარე, გელა ნოზაძე ამბობს, რომ ცვლილებების შეტანა საჭირო გახდა რადგან ზოგი ლოკაცია, რომელიც დაამტკიცეს ფიზიკურად აღარ არსებობს.

“აგარის ყოფილი კლუბი იყო მითითებული, რომელიც ახლა დანგრეულია. ჩვენ წინა სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, მაგრამ ცვლილებები შევიდა. ამჟამად ცვლილების სახით დაემატება რამდენიმე ადგილი და ამოვარდება,”- გვითხრა ნოზაძემ.

წინასაარჩევნოდ სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილების ჩამონათვალი ახალციხის საკრებულომ გასულ სხდომაზე, 27 აგვისტოს დაამტკიცა.

ავტორი: მიშო დარბაიძე
ფოტო: ახალციხის საკრებულო

Leave a Reply