მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილი ქალი საავადმყოფოდან გაწერეს – ახალციხე

May 11, 2022

ახალციხეში მდინარე ფოცხოვში ჩავარდნილი ქალის საქმეზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, -ინფორმაციას შსს-ში გვიდასტურებენ.

რაც შეეხება 33 წლის ქალს, იგი საავადმყოფოდან გაწერეს. როგორც კლინიკის მენეჯერი, მზია კაკოშვილი გვეუბნება, პირს ჩაუტარდა გამოკვლევები და გუშინ გვიან გაწერეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში 33 წლის ქალი გადავარდა, რომელიც როგორც ადგილობრივები ამბობენ, ერთ-ერთმა მოქალაქემ ამოიყვანა.