“მესხფესტი” – პირველი სამეწარმეო ფესტივალი ახალციხეში

April 7, 2021

facebook: Toktv.ge

ახალგაზრდა დამწყები მეწარმეებისთვის, სტარტაპერებისთვის და ნებისმიერი მსურველისთვის ახალციხეში სტარტაპ კვირეული “მესხფესტი” პირველად გაიმართება.

ღონისძიებაზე სტარტაპერები საგრანტო პროგრამების და მხარდამჭერი სერვისების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. გაიმართება ადგილობრივი წარმოების გამოფენა და გაიცნობენ ადგილობრივ წარმატებულ მეწარმეებს.

ასევე, ჩატარდება იდეათონიც, სადაც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 3 და 5 ადამიანით დაკომპლექტებულ გუნდს. ისინი იმუშავებენ ისეთი პლატფორმის იდეააზე/კონცეფციაზე, რომელიც დაეხმარება ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს ცნობადობის გაზრდასა და პროდუქციის რეალიზებაში.

იდეათონში გამარჯვებული გუნდები მიიღებენ პრიზებს 1000 და 500 ლარის ოდენობით.

კვირეული ონლაინ Zoom-ის პლატფორმაში ჩატარდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: 

სტარტაპ კვირეულის მონაწილეთა რეგისტრაციის ფორმა ( დააჭირეთ აქ )

იდეათონზე რეგისტრაციის ფორმა: ( დააჭირეთ აქ )

ღონისძიების ორგანიზატორია ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, კავშირი სამყარო და ასოციაცია ტოლერანტი. პროექტი ხორციელდება USAID პროექტი ZRDA & Startup Grind Tbilisi-ს მხარდაჭერით.

სომხურად: «Մեսխֆեստ» — ը ձեռնարկատիրական առաջին փառատոնն է Ախալցիխեում: