მზის ელ-ენერგო სადგური ახალციხეში

June 2, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მზის ენერგიის გამოყენება, ენერგოეფექტურობა, მწვანე ენერგეტიკა და განახლებადი ენერგიის წყაროები –  მეორე ფართო მასშტაბიანი მზის ელ-სადგური სამცხე-ჯავახეთში.

ახალციხეში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის დიალიზის ცენტრის სახურავზე “Helios energy Georgia”-ს მიერ განთავსდა მზის ელ-ენერგიის ბატარიები, რომლის საშუალებითაც ცენტრი 13 ათას ლარზე მეტის ელექტრო ენერგიას დაზოგვას გეგმავს. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა.

კომპანიის დამფუძნებლის, თორნიკე დარჯანიას თქმით, დაყენებული მზის ელ-სადგური 30 კვტ. სიმძლავრისაა, რომელიც 1 წლის განმავლობაში 42 ათას კილოვატ საათს გამოიმუშავებს, რისი საშუალებითაც დაიზოგება ელექტრო ენერგიის მოხმარება და შესაბამისად გადასახადიც შემცირდება, ან კლინიკა გახდება ენერგოდამოუკიდებელი.

მისივე თქმით, მზის ენერგიის გამოყენება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ელექტრო ენერგიის გადასახადის გაძვირების ფონზე.