მშვიდობა ევროპის კონტინენტზე და საქართველოს დასავლური მისწრაფებები

May 19, 2021

9 მაისი – მშვიდობის აღდგენა ევროპის კონტინენტზე და საქართველოს სწრაფვა ევროპული ღირებულებებისადმი. ევროპის დღე საქართველოში 25 წელზე მეტია აღინიშნება. მშვიდობა და მისი მნიშვნელობა იყო საქართველოში ევროკავშირის ელჩის მისალოცი სიტყვის მთავარი აქცენტი.

ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გავრცელდა ევროპის გუნდის მიერაც. „ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები.“ საქართველო ევროპული კულტურის ნაწილია და ამაზე სწორედ ქართული მუსიკა მეტყველებს, – ამბობს ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, დირიჟორი.