მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამა USAID-ისაგან

May 17, 2021

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამა USAID-ისაგან.
ახალი პროგრამის ფარგლებში 30-ზე მეტი, საქართველოში მოღვაწე მაღალი პოტენციალის მქონე მეწარმე USAID -საგან «Gazelle Finance»-სთან პარტნიორობით, დახმარებას მიიღებს: ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების, კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის, ბიზნესის გაფართოებისა და მათ თემში სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

USAID-ის პროექტების მართვის სპეციალისტი, სოფიკო სხირტლაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პროგრამა სამ წლიანია და მათი ვარაუდით 30-ზე მეტი მეწარმე 1 600-ზე მეტ სამუშაო ადგილს და ინვესტიციის სახით, 15 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს.

მისივე თქმით, პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც მეწარმეები შეირჩევიან არის: მაღალი პოტენციალი; სურვილი იმისა, რომ გააუმჯობესონ საკუთარი მენეჯმენტი; გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები. 

პროგრამით დაინტერესების შემთვევაში ეწვიეთ “Gazelle Finance”-ს საიტს, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.